Monday, January 5, 2015

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება 

თითოეულ ჩვენგანს გაუგონია, რომ ძველ სამყაროში არსებობდა მსოფლიოს 7 საოცრება.
პირველი ცნობები მათ შესახებ ძველი ბერძენი მეცნიერის ჰეროდოტეს ნაშრომებში
გვხვდება, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 ათასწლეულში
დაიწერა. ჰეროდოტემ სცადა, დაეჯგუფებინა იმ დროისთვის არსებული უდიდესი
ნაგებობები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. მან
მხოლოდ გამორჩეული საინჟინრო კონსტრუქციების სია კი არ შეადგინა, არამედ აღწერა
კიდეც ისინი. სამწუხაროდ, ამ ნაშრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია - ისინი
ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა სხვა, არანაკლებ
ფასეულ ხელნაწერებთან ერთად.
ამ სიის კიდევ ერთი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. სია ბერძენ
მოგზაურთა აღწერილობებსა თუ გადმოცემებს ემყარებოდა. მასში მხოლოდ ის
ქმნილებები შევიდა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მდებარეობდა, ანუ იქ,
სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ მოგზაურობა შეეძლოთ.
სიაში შესული ობიექტები საოცრებებად იმ კრიტერიუმით იქნა მიჩნეული, რომ იმ
დროის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები გახლდათ. აღსანიშნავია, რომ
ანტიპატე სიდონელის სია მხოლოდ ადამიანის ქმნილებებს აერთიანებს, ვინაიდან
ბუნებრივი საოცრებები იმხანად პოპულარული არ იყო.

No comments:

Post a Comment