Monday, January 5, 2015

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება 

თითოეულ ჩვენგანს გაუგონია, რომ ძველ სამყაროში არსებობდა მსოფლიოს 7 საოცრება.
პირველი ცნობები მათ შესახებ ძველი ბერძენი მეცნიერის ჰეროდოტეს ნაშრომებში
გვხვდება, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 ათასწლეულში
დაიწერა. ჰეროდოტემ სცადა, დაეჯგუფებინა იმ დროისთვის არსებული უდიდესი
ნაგებობები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. მან
მხოლოდ გამორჩეული საინჟინრო კონსტრუქციების სია კი არ შეადგინა, არამედ აღწერა
კიდეც ისინი. სამწუხაროდ, ამ ნაშრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია - ისინი
ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა სხვა, არანაკლებ
ფასეულ ხელნაწერებთან ერთად.
ამ სიის კიდევ ერთი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. სია ბერძენ
მოგზაურთა აღწერილობებსა თუ გადმოცემებს ემყარებოდა. მასში მხოლოდ ის
ქმნილებები შევიდა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მდებარეობდა, ანუ იქ,
სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ მოგზაურობა შეეძლოთ.
სიაში შესული ობიექტები საოცრებებად იმ კრიტერიუმით იქნა მიჩნეული, რომ იმ
დროის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები გახლდათ. აღსანიშნავია, რომ
ანტიპატე სიდონელის სია მხოლოდ ადამიანის ქმნილებებს აერთიანებს, ვინაიდან
ბუნებრივი საოცრებები იმხანად პოპულარული არ იყო.

ამჟამად მხოლოდ ერთი მათგანი - ხეოფსის პირამიდაღაა შემორჩენილი გიზაში
(ეგვიპტე). დაკიდული ბაღების არსებობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. დანარჩენი
ხუთი საოცრება, უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით, ბუნებრივმა
კატაკლიზმებმა იმსხვერპლა: ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა
გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს შვიდი საოცრება ძველი სამყაროს
სავიზიტო ბარათია, რადგან ესენია ადამიანის ხელით აგებული ყველაზე მასშტაბური
და გრანდიოზული ხუროთმოძღვრული ქმნილებები.
ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ანალოგიით მრავალი სხვა სიაც შექმნილა,
რომლებშიც, ადამიანის საინჟინრო მიღწევებთან ერთად, ბუნებრივი საოცრებებიც არის
შესული, თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათ შესახებ რაიმე კონსენსუსი არ
არსებობს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
▪ თანამედროვე საოცრებები - სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოების მიერ
შედგენილი თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრების სია: ლა-მანშის გვირაბი,
ტორონტოს ტელეანძა, ემპაია სტეიტ ბილდინგი, გოლდენ გეიტ ბრიჯი, იტაიპუს
კაშხალი, დელტაპროექტი, პანამის არხი.
▪ მსოფლიოს ტურისტულ საოცრებათა სია - ჰილმან უონდერსის მიერ შედგენილი
ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ჩამონათვალი:
ხეოფსის პირამიდა, ჩინეთის დიდი კედელი, თაჯ-მაჰალი, სერენგეტი, გალაპაგოსი,
დიდი კანიონი, მაჩუ პიკჩუ.
შეთანხმება არც მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების შესახებ არსებობს, ვინაიდან
არ არის დადგენილი, რამხელა უნდა იყოს ეს სია. ერთ-ერთი ასეთი სია CNN-მა
შეადგინა: დიდი კანიონი, დიდი ბარიერული რიფი, რიო-დე-ჟანეიროს ყურე,
მთა ევერესტი, ჩრდილოეთის ციალი, პარიკუტინის ვულკანი, ჩანჩქერი ვიქტორია.
წყალქვეშა საოცრებათა სიის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად
ფიგურირებს მასმედიაში და ამიტომაც აღნიშვნის ღირსია: პალაუ, დიდი ბარიერული
რიფი, გალაპაგოსის კუნძულები, ბაიკალის ტბა, წითელი ზღვა.
„თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება“ არასამთავრობო ორგანიზაცია New Open
World Corporation (NOWC)-ის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც შვეიცარიელი
ბერნარ ვებერის ინიციატივით დაიწყო. ახალი მსოფლიოს 7 საოცრება შეირჩა
მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული ნაგებობებიდან სატელეფონო მესიჯებითა და
ინტერნეტით. 2007 წლის ივლისში ლისაბონში გამოქვეყნებული ინტერნეტგამოკითხვის
შედეგების თანახმად, რომელიშიც ასმა მილიონმა კაცმა მიიღო მონაწილეობა, შედგენილ
იქნა ასეთი ჩამონათვალი:

სია


თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს რუკაზე:
ფინალისტთა სიაში ასევე მოხვდა აია-სოფიას ტაძარი (თურქეთი, სტამბოლი), ათენის
აკროპოლისი (საბერძნეთი, ათენი), ალგამბრა (ესპანეთი, გრანადა), ანგკორი (კამბოჯა,
ანგკორი), მოაის ქანდაკებები (ჩილე, აღდგომის კუნძული), მოსკოვის კრემლი და
წითელი მოედანი (რუსეთი, მოსკოვი), ნოიშვანშტაინი (გერმანია, ფიუსენი), გიზის
პირამიდები (ეგვიპტე, გიზა), სიდნეის ოპერის თეატრი (ავსტრალია, სიდნეი),
თავისუფლების ქანდაკება (აშშ, ნიუ-იორკი), სტოუნჰენჯი (გაერთიანებული სამეფო,
უილტშირი), ტიმბუკტუ (მალი), კეიმიძუ-დერას ტაძარი (იაპონია, კიოტო), ეიფელის
კოშკი (საფრანგეთი, პარიზი).
კონკურსიის შედეგად დასახელდა ბუნების ახალი 7 საოცრებაც (New seven wonders of
nature). პროექტმა სტარტი 2007 წლის 7 ივლისს აიღო და კანდიდატების წარმოდგენა და
პირველადი წინასწარი შერჩევა 2009 წლამდე გაგრძელდა. შედგენილ იქნა შორტლისტი,
რომელიც 77 კანდიდატს აერთიანებდა. 21 ივლისს კონკურსის ექსპერტთა საბჭომ მათ
შორის 28 შეარჩია, რომლებიც საყოველთაო კენჭისყრაზე დაიშვა. ხმის მიცემა 2011

წლამდე გაგრძელდა და საბოლოო ნუსხაც დასახელდა:

ამავე სიის კანდიდატები იყვნენ:
ევროპა: აზერბაიჯანის ტალახის ვულკანები, ასკანია-ნოვას ნაკრძალი უკრაინაში,
მყინვარი ალეჩი შვეიცარიაში, ან-სიუ-ლესის მღვიმე ბელგიაში, აფროდიტეს კლდე
კვიპროსზე, ბალატონის ტბა უნგრეთში, ბამბის ზღვა დანიაში, ნიდერლანდსა და
გერმანიაში, ვულკანი ვეზუვი იტალიაში, გიბრალტარის კლდე გიბრალტარში;აზია: მესოპოტამიის ჭაობები ერაყში, მომღერალი ბარხანი ყაზახეთში, ბაიკალის ტბა
რუსეთში, მდინარე განგი ინდოეთსა და ბანგლადეშში, მწვერვალი ჯომოლუნგმა
ნეპალში, კაბადოკიის კლდეები თურქეთში, მალდივის კუნძულები, მკვდარი ზღვა
ისრაელს და იორდანიაში, კუნძული ჩერჯუ სამხრეთ კორეაში;
აფრიკა: მაგიდა მთის ეროვნული პარკი სარ-ში;
ოკეანეთი: კუნძული აიტუტაკი, კუკის კუნძული, ახალი კალედონიის ბარიერული
რიფი, კუნძული ბიკინი მარშალის კუნძულებზე, კუნძული ბორა-ბორა ფრანგულ
პოლინეზიაში, დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიაში, აღდგომის კუნძულის
ეროვნული პარკი, ულურუს მთა ავსტრალიაში, კუნძული ფუნაფუტი ტუვალუში;
სამხრეთი ამერიკა: ამაზონის დაბლობის ჯუნგლები, ჩანჩქერი ანხელი ვენესუელაში,
უდაბნო ატაკამა ჩილეში, გალაპაგოსის კუნძულები ეკვადორში, ცეცხლოვანი მიწის
კუნძულები ჩილესა და არგენტინაში, მყინვარი პერიტო-მორენო არგენტინაში, ტბა
ტიტიკაკა ბოლივიასა და პერუში და სხვ. 

ვიდეო-რგოლი